იაპონურმა საავტომობილო ბრენდმა Nissan-მა და ფრანგულმა საავტომობილო კონცერნმა Renault-მა ალიანსის დაშლის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„არცერთ შემთხვევაში არ განიხილება ალიანსის დაშლა“, - განაცხადეს Nissan-ში.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Financial Times-მა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსი იშლება, კერძოდ, ალიანსს ტოვებს Nissan-ი. ამ უკანასკნელის მიერ ალიანსიდან გასვლა ყოფილი ხელმძღვანელის, კარლოს გონის სკანდალის ფონზე ხდება.