მსოფლიო ბაზარზე „ხელოვნურ ხორცზე“ მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. კერძოდ, როგორც კომპანია CFRA პროგნოზირებს, 2030 წლისთვის პროდუქტის მოცულობა 100 მლრდ დოლარს მიაღწევს, ეს მაშინ, როდესაც 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19 მლრდ დოლარს შეადგენდა.
მათივე ინფორმაციით, ხორცის შემცვლელ პროდუქტზე (ბოსტნეულისგან დამზადებული პროდუქტები) მოთხოვნამ 2019 წლის ოქტომბერში 2,4 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის უპირველეს მიზეზად კი, მოსახლეობის ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლა სახელდება.
ამასთან, ხორცის შემცვლელი პროდუქტები სულ უფრო მომრავლდა საბავშვო კერძებში. მაგალითად, Tyson Foods მომხმარებლებს სთავაზობს ბოსტნეულის კოტლეტებს, რომელიც ოქტომბრიდან აშშ-ს 7 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება.
ხორცის შემცვლელი პროდუქტების მწარმოებელ კიდევ ერთ კომპანიაში Beyond Meat აღნიშნავენ, რომ მათ პროდუქტს ხორცთან მაქსიმალურად მიახლოვებული გემო-თვისებები აქვს და ამასთან, ის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა სწრაფი კვების ობიექტმა ხორცის შემცვლელი პროდუქტებით საკუთარი კერძების დამზადებაც კი დაიწყო. მაგალითად, Tyson Foods უკვე თანამშრომლობს ისეთი დიდი კვების ობიექტებთან, როგორცაა: KFC, Tim Hortons, Subway და Dunking Brands.