ევროკავშირი გეგმავს, კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად 1 ტრილიონი ევრო მიმართოს

ევროკავშირი გეგმავს თავისი ბიუჯეტის მეოთხედი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისაკენ მიმართოს. ახალი სქემით, რომელიც ორგანიზაციამ შეიმუშავა იმისთვის, რომ ეკონომიკა მომდევნო 10 წლის მანძილზე უფრო ეკომეგობრული გახდეს, ევროკავშირი 1 ტრილიონ ევროს გამოყოფს.

ევროპის საინვესტიციო გეგმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან და კერძო სექტორიდან დაფინანსდება. მისი მიზანია 2050 წლისთვის ბლოკის წევრები ნახშირბად-ნეიტრალური ქვეყნები გახდნენ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეიენმა თავის პრიორიტეტად კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.