1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8876 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8876 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8980 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2214 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.