დავით ნარმანიამ outdoor.ge მონოპოლისტობაში დაადანაშაულა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია outdoor.ge მონოპოლისტობაში დაადანაშაულა.

როგორც დავით ნარმანიამ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, outdoor.ge-ს ნებართვის გარეშე არც ერთ კომპანის არ შეუძლია რეკლამის განთავსება. მან კომპანიის წარმომადგენლებს ასევე ჰკითხა, თუ რა პროცენტი უჭირავს სარეკლამო ბაზარზე outdoor.ge-ს.

კომპანიის დირექტორმა კონსტანტინე ჭავჭანიძემ აღნიშნა, რომ outdoor.ge-ს გარდა სარეკლამო ბაზარზე 16 კომპანიაა. "ვერავინ იტყვის, რომ ვინმე დაიჩაგრა. 42% არის outdoor.ge-ს წილი, 37-38% "ალმა პლიუს" უჭირავს, დანარჩენი კი ნაწილდება სხვა პატარა კომპანიებზე", - დასძინა კონსტანტინე ჭავჭანიძემ.

მან თბილისის მერის ბრალდებაზე აღნიშნა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსება არავის შეუძლია outdoor.ge-ს ნებართვის გარეშე. მისივე თქმით, აღნიშნულთან ერთად მათ მერიის ნებართავა აუცილებლად სჭირდებათ.

დავით ნარმანიას განცხადებით, outdoor.ge ბაზარზე არის მთავარი მოთამაშე. მას მერიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ექსკლუზიური უფლება ენიჭება ნებართვის გაცემის, რითაც ბაზრის 100% მფლობელები არიან.