ირლანდიურ ბიუჯეტური ავიაგადამყვან „რაიანეარის“ მარკეტინგის დირექტორი კენი ჯეკობსი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ შესაძლოა, „ბოინგ 737 MAX-ის“ პირველი 10 ეგზემპლარის მიღება აპრილიდან დაიწყოს. ცოტა ხნით ადრე, კომპანიის შეფს მაიკლ ო’ლირის ნათქვამი აქვს, რომ მისი კომპანია 737 MAX-ებს ოქტომბრამდე ვერ მიიღებს.
737 MAX-ი ამერიკული კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ლაინერია, თუმცა მისი ექსპლუატაცია გასულ მარტში შეწყდა მას შემდეგ, რაც 737 MAX-ით მომხდარ ორ კატასტროფას 346 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. „რაიანეარს“ სულ 737 MAX აქვს შეკვეთილი, მაგრამ ჯერ ერთიც არ მიუღია.
„ამჟამად ვფიქრობთ, რომ პირველ ეგზემპლარებს მარტში ან აპრილში მივიღებთ. მარტზე რეალური აპრილი ჩანს. ვფიქრობ, ჯერ 10 ლაინერს მივიღებთ. ვადა შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ 737 MAX-ი შესანიშნავი თვითმფრინავია. ახლა ჩვენც და „ბოინგიც“ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ MAX -ს ფრენა დავაწყებინოთ“, - ამბობს ჯეკობსი და დასძენს, რომ ევროპული „ავიაკომპანიების“ შეკვეთების შესრულება ჯერ ისევ რეგულატორების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„რაიანეარმა“ გასულ თვეში, მომავალ წელს საკუთარი მგზავრთნაკადის პროგნოზი 157 მილიონიდან, 156 მილიონამდე შეამცირა. ამის მიზეზი, 737 MAX-ის მიწოდების დაგვიანებაა, რის გამოც, კომპანიას ზაფხულის ოპერაციების შეკვეცამ მოუწია. ამ პროგნოზის საფუძვლად აღებულია პირობა, რომ „რაიანეარი“ პირველ 10 ლაინერს ზაფხულამდე მიიღებს. შეკვეთის პირობების შესაბამისად, საბიუჯეტო კომპანიას ზაფხულამდე 60 ერთეული 737 MAX-ი უნდა მიეღო, შემდეგ კი გრაფიკი 20 ლაინერამდე შემცირდა.