2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.8 ლარით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 194.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 195.6 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19.8 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის დეკემბერში ეს მონაცემი 175 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 0.8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 172.5 ლარი შეადგინა, 1.3 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 326.8 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით, 33.2 ლარით არის გაზრდილი.