„მეტი საშუალო და დიდი ჰესი უნდა აშენდეს და პროექტები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო შეფერხებულია, დაჩქარდეს"

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა მეტი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და გაჭიანურებული პროექტების დაჩქარება.

„ელექტროენერგეტიკის ბაზარი კვლავ დეფიციტურია, რადგან მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. რაც შეეხება ადგილობრივ გენერაციას, შედარებით მცირე ტემპებით შენდება ახალი სადგურები. მეტი საშუალო და დიდი ჰესი უნდა აშენდეს საქართველოში და ის პროექტები, რომლებიც შეფერხებულია ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, უნდა დაჩქარდეს, რათა დეფიციტი შემცირდეს და ძვირ იმპორტულ ენერგიაზე არ ვიყოთ დამოკიდებული“, -აღნიშნა ნარმანიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.