ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ კორპორაცია Microsoft-ის თანამშრომლებს აცნობა, რომ მათ მიერ შექმნილ Windows-ის სისტემაში ახალი „სუსტი“ წერტილი იპოვა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, საუბარია ხარვეზზე, რომლითაც შეუძლიათ ჰაკერებს ისარგებლონ და ის ბოროტად გამოიყენონ ინფორმაციისადმი არასანქცირებულად წვდომისთვის. „სისუსტე“ გამოვლინდა ოპერაციული სისტემა Windows -ის კრიპტოგრაფულ კომპონენტში. კონკრეტულად რომელ Windows-ის ვერსიებზეა საუბარი, სააგენტო ინფორმაციას არ ფლობს.
თავის მხრივ, გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს კომპანიის განცხადებას, რომლის თანახმად აღნიშნული „სუსტი“ წერტილი უკვე აღმოფხვრილია.