ზვიად კორძაძის ინფორმაციით, მათ ომბუდსმენის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჩაბარდათ, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ინფორმაციით, მათ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჩაბარდათ, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება.

როგორც კორძაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სახალხო დამცველი ამ საქმეს რამდენიმე თვეა სწავლობდა.

„ჩვენ ჩაგვბარდა სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეისწავლა აღნიშნული საქმე და დასკვნა ასეთია: ზემოაღნიშნული არგუმენტაციით ნათლად ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდების დასაბუთება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონვენციურ აგებულებებს, შინაარსს, აგებულებებსა და სპეციალურ მიზანს.

რამდენიმე თვეა, სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს და მისი დასკვნაც ის არის, რომ არავითარი „ფულის გათეთრება“ ამ საქმეში არ არის", - განაცხადა ადვოკატმა.