Colgate კბილის პასტებს მეორადი გამოყენებისთვის განკუთვნილ ტუბებში გამოსცემს

Colgate კბილის პასტებს მეორადი გამოყენებისთვის განკუთვნილ ტუბებში გამოსცემს. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ყოველწლიურად გამოიყენება 20 მილიარდი ერთჯერადი გამოყენების კბილის პასტა.

თანამედროვე ტუბები პლასტიკისა და ალუმინის ნარევისგანაა შექმნილი და ამიტომაც არ ექვემდებარება მეორად გადამუშავებას. ახალი კბილის პასტა სახელწოდებით Smile for Good კი გამოვა მაღალი სისქის პოლიეთილენის ტუბით.

Colgate პირობას დებს, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას მის კონკურენტებსაც გაუზიარებს, რათა ერთობლივად შეამცირონ გადაუმუშავებელი ნაგვით გარემოსთვის ზიანის მიყენება.

თუმცა The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ახალი კბილის პასტა არსებულებზე ექვსჯერ ძვირია.

კოკა კვირკველია