კახა კალაძე - კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პრევენციული სახის იყო.

მისი თქმით, კორუფიის კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ თუ დაფიქსირდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“ყოველი წლის დასაწყისში და წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით განცხადებას, რადგან მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ, რომ რაიმე პრობლემა არ იყოს ამ მიმართულებით, რაიმე არ გამოგვეპაროს. კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის და ეს იყო პრევენციის სახით გაკეთებული განცხადება. კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა კორუფციის, მაგრამ თუ იქნება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არავის დაუხრის. კახა კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.