„აიპლიუსი“ მომხმარებლებს ახალ Lightning დამტენს სთავაზობს

Product of Georgia-ს ფარგლებში, Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია „აიპლიუსი“ მომხმარებლებს ახალ Lightning დამტენს სთავაზობს, რომელიც პრაქტიკულად არ წყდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს.

"მომხმარებლების მთავარი პრობლემა კაბელების ხშირი დაზიანება და რამდენიმე თვეში მათი ცვლა იყო. ამიტომ კომპანია აიპლიუსმა გადაწყვიტა, პარტნიორ მწარმოებლებთან ერთად შეექმნა ნამდვილი ქართული Lighning დამტენი, რომელსაც დაზიანების გარეშე მანქანის დაძვრაც კი შეუძლია. რაც მთავარია შეძენილ პროდუქტზე გავრცელდება 3-თვიანი ოფიციალური შეცვლითი გარანტია", - აცხადებს კომპანიის მენეჯერი გიორგი ჩიხრაძე.

დამტენის შეძენას მომხმარებლები 15 იანვრიდან 29 ლარად შეძლებენ.