საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიის რეგიონში სტუმრობის ფარგლებში, ლანჩხუთში მდებარე სამკერვალო საწარმო „ელსელემა" დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტი სამკერვალოს საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით ესტუმრა. „სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ოცდახუთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ლანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს. სამკერვალო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა: „მონკლერი“ დ „კოტონი“.
ასევე კომპანია „ქამელეონთან" პარტნიორობით „ელსელემას“ შვეიცარიის პოლიციისათვის უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და შესაბამისი აქსესუარები აქვს შეკერილი. ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად ვითარდება ახალი მიმართულება - ბავშვის ქურთუკების წარმოება.
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან" (GIZ) თანამშრომლობა კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე შეღწევასა და დამკვიდრებაში ეხმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.