NDI - გამოკითხულთა 42% ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას ცუდად აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას, გამოკითხულთა 42% პასუხობს, რომ ცუდად, 30% პასუხობს, რომ საშუალოდ, 10% კარგად აფასებს; ხოლო 18%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.

თაია არდოტელი