ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას, გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ცუდად, 29% პასუხობს, რომ საშუალოდ, უწყების საქმიანობას კარგად - 8% აფასებს; ხოლო 24%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.