აშშ-სა და ჩინეთს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ორივე მხარე მოლაპარაკებების „მეორე ფაზაზე“ გადავიდა. აღნიშნულის შესახებ Fox Business Network-ს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განუცხადა, თუმცა დეტალებზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, 15 იანვარს დონალდ ტრამპმა და ლუ-ხელმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხების დარეგულრიების პირველი ფაზის დასრულებაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამ ფაქტს ამერიკის „დიდი გამარჯვება“ უწოდეს.
"ფაზა 1" შეთანხმება ჩინეთის მიერ დამატებით სულ მცირე 200 მილიარდი დოლარის ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქციის, ასევე მომსახურების შეძენას ითვალისწინებს. სანაცვლოდ კი აშშ ჩინეთისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ტარიფს ანახევრებს. თუმცა, სასაზღვრო გადასახადების უმეტესი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება.
შეგახსენებთ, „ტარიფების ომი“ აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წელს დაიწყო და შედეგად, 450 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი საიმპორტო გადასახადი დაწესდა. ორ ქვეყანას შორის არსებულმა დავამ შეაფერხა იმპორტ-ექსპორტის მოცულობა, გლობალური ეკონომიკური ზრდა და დააზარალა ინვესტორები.