მეცნიერებმა მსოფლიოს პირველი ელექტრონული ველოსიპედი შექმნეს, რომელიც წყალზე გადაადგილდება

მეცნიერებმა მსოფლიოს პირველი ელექტრონული ველოსიპედი შექმნეს, რომელიც წყალზე გადაადგილდება. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ახალ ზელანდიაში დაარსებული კომპანია Manta5 წლების განმავლობაში მუშაობდა ელექტრონული ველოსიპედის შექმნაზე, რომელიც ჩვეულებრივი ველოსიპედის მსგავსად იმუშავებდა და წყლის ზედაპირზე მოკლე მანძილის დაფარვას შეძლებდა.

რამდენიმე კვირის წინ მათ შექმნეს მოდელი XE-1, რომელსაც ლოს-ანჯელესის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენაზე უახლოეს მომავალში წარადგენენ.

Manta5-ის განმარტებით, ველოსიპედის ხმელეთზე გადატანა მარტივად იქნება შესაძლებელი, რადგან ის 20 კგ-ზე ნაკლებს იწონის.

მათი თქმით, ველოსიპედს საშუალოდ 20 კმ.სთ. სიჩქარის განვითარება შეეძლება და მისი ყიდვა მიმდინარე წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება უახლესი გამოგონების ფასს, ის 7 495 აშშ დოლარს შეადგენს და მისი ზაფხულისთვის შეკვეთა ინტერნეტის მეშვეობით უკვე შესაძლებელია.

ბექა ბერიაშვილი