ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ტაქსების რეგულირების საკითხს, გამოკითხულთა 47% სწორად; ხოლო ასევე 47% არასწორად აფასებს.
ამასთან, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, სწორი ნაბიჯი იყო თუ არასწორი ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციების გატარება, გამოკითხულთა 6%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.