2019 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 210.9 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 45.7 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 165.2 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, გასული წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 22.5 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 27.8 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში 9.5 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 12.1 მლნ ლარი იყო.