21 სექტემბერს "ჯეოსელის" აბონენტებს შესაძლოა, ტექნიკური პრობლემები შეექმნათ

კომპანია "ჯეოსელის" მომხმარებლებს 21 სექტემბერს შესაძლოა, ტექნიკური პრობლემები შეექმნათ.

"ჯეოსელის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში ტექნიკური ბაზის გადახალისების პროცესი მიმდინარეობს.

"ჯეოსელში" ტექნიკური ბაზის გადახალისების პროცესი მიმდინარეობს, რაც განაპირობა მობილურ ინტერნეტზე და მასთან ასოცირებული სერვისების მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ. ამასთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს კომპანიაში ჩატარდება ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმური სამუშაოები, რამაც შესაძლებელია ქსელში გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს. გვინდა, წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს აბონენტებს შესაძლო დისკომფორტის შექმნისთვის. ჩვენ ვეცდებით აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები მაქსიმალურად მცირე დროში განვახორციელოთ, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს, ჩვენს აბონენტებს უფრო დახვეწილი და თანამედროვე სერვისები შევთავაზოთ", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.