ბიტკოინის კურსი სწრაფად იზრდება

ბიტკოინის კურსი იანვრიდან მოყოლებული 20%-ით არის გაზრდილი და 9 ათას დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოწმობს პორტალი CoinDesk, რომელიც სპეციალიზირებულია კრიპტოვალუტებზე.

ეს არის მაქსიმალური კურსის ზრდა ბიტკოინისთვის 2012 წლის იანვრის შემდეგ. ამასთან, გაზრდილია სხვა კრიპტოვალუტების კურსიც, მათ შორის Ethereum - 25% და XRP - 20%-ით.

აღსანიშნავია, რომ ზრდის კატალიზატორი გახდა ინვესტორების იმედები კრიპტოვალუტების უფრო ფართო გამოყენებაზე - წერს The Wall Street Journal. როგორც ცნობილია, საბირჟო ოპერატორმა CME Group-მა გასულ კვირას ბიტკოინის ფიუჩერსებზე ოპციური ვაჭრობა ჩართო, რაც ინვესტორების აზრით, ბაზრის პროფესიონალური მოთამაშეების მხრიდან ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს გაზრდის.

2019 წელს ბოტკოინის კურსს ვარდნისა და აღმასვლის პერიოდები ჰქონდა. ზაფხულში მისი ღირებულება 12 ათას დოლარს გასცდა, თუმცა შემდეგ 7 ათას დოლარამდე დაეშვა. მიუხედავად ამისა, გასული წელს, ჯამში, ამ ციფრულ ვალუტაზე ფასი ორჯერ არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია