ქუთაისის აეროპორტში, ეჭვის ნიადაგზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 36 210 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (480 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.