1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8818 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8862 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2158 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2138 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.