გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2038 წლიდან ქვეყანაში ქვანახშირს აღარ მოიხმარენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ევრო გამოიყოფა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის ხელისუფლების მიერ, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გლობალური დათბობის შეჩერებაა. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შექმნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვანახშირის მოპოვებასა და გადამუშავებაში იყვნენ დასაქმებულები.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით გერმანია ქვანახშირის მოპოვებით ლიდერია მსოფლიოში და ქვეყნის ელექტროენერგიის 1/3-ზე მეტს ქვანახშირის დაწვის შედეგად გამოიმუშავებენ.