აფრიკის კონტინენტზე უმდიდრეს ქალს, იზაბელ დუშ სანტუშს ანგოლის პრეზიდენტობა სურს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ანგოლაში დაბრუნების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, თუმცა ამავდროულად ქვეყნის პატრიოტია და მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს.
მან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ იზაბელ დუშ სანტუშის მამა, ჟოზე ედუარდო სანტუში ანგოლას 38 წლის განმავლობაში მართავდა.
46 წლის იზებელ დუშ სანტუში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 2.2 მილიარდ დოლარს აღემატება.