Alphabet-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ჰოლდინგ Alphabet-ის კაპიტალიზაციამ, რომლის შემადგენლობაშიც შედის Google, 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს,

ტელეკომპანიის ცნობით, კორპორაცია გახდა რიგით მეოთხე ამერიკული კომპანია საფონდო ბირჟების ისტორიის განმავლობაში, რომელმაც ამ ნიშნულის გადალახვა მოახერხა.

შეგახსენებთ, პირველი კომპანია მსოფლიო ისტორიაში, რომელმაც 1-ტრილიონიანი ნიშნული გადალახა, 2018 წელს იყო Apple, მოგვიანებით იგივე გაიმეორეს Microsoft-მა და Amazon-მაც.

კოკა კვირკველია