გაერო -  2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2,5%-ით გაიზრდება

2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შენელდა.

ამის შესახებ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარატმენტისა და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების „კონფერენციის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია.

„2019 წელს მსოფლიოს მშპ-ს ზრდა შემცირდა 2,3%-მდე - ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ“ - წერია კვლევაში

ამავე კვლევის თანახმად, 2020 წელს მშპ-ს ზრდა 2,5% იქნება, თუმცა საინვესტიციო გეგმებზე გავლენას სხვადასხვა პოლიტიკური გარემოებები მოახდენს.

კოკა კვირკველია