ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია LAV-ის ინიციატივით, იტალიური მოდის სახლი Versace უარს ამბობს მის კოლექციაში კენგურუს ტყავის გამოყენებაზე.
ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ბრენდს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად არ გაუკეთებია, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ უფლებადამცველ ორგანიზაციას ამცნო.
კომპანიაში კენგურუს ტყავის გამოყენებაზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც LAV-მა კომპანიას უჩვენა ვიდეო, თუ როგორ სასტიკად კლავენ კენგურუს. ანალოგიურად მოიქცა კიდევ ერთი იტალიური ბრენდი Diadora — თუცმა მან საკუთარი გადაწყვეტილების აფიშირებაზე უარი თქვა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში ბოლო თვეების ხანძრებმა მილიონობით ცხოველი შეიწირა, მათ შორის, არის დიდი რაოდენობით კენგურუ. ხანძრების შედეგად შესაძლოა, ამ ქვეყანაში ცალკეული ენდემური ცხოველების სახეობა გადაშენებამდეც მივიდეს.