დეპუტატები, რომლებიც საკუთარ ქონებას არასრულად უთითებენ - რა დარღვევები გამოვლინდა დეკლარაციებში

254 ჯარიმა და 75 გაფრთხილება - ასეთია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგის შედეგი.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყების ინფორმაციით, გასულ წელს სულ 596 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც დადებითად მხოლოდ 237 შეფასდა.

უწყების განცხადებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან ყველაზე მეტ - 63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დეკლარირების გამო. ასევე, 63% უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო. დაჯარიმებულ მოხელეთა რიცხვში არის 29 პარლამენტის წევრი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეპუტატების სიას, რომლებიც 2019 წელს ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდნენ:

  • ზვიად კვაჭანტირაძე - მითითებული არ არის მეუღლის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში;
  • ლევან კობიაშვილი - მითითებული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, მითითებული არ არის მეუღლის სახელფასო შემოსავალი;
  • გურამ მაჭარაშვილი - შეუსაბამობა უძრავ ქონებაში;
  • ერეკლე ტრიპოლსკი - სამეწარმეო საქმინოაბა არ არის ასახული დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ფუნქციონირებს;
  • გოჩა ენუქიძე - არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატება 3 000 ლარს და ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5 000 ლარს;
  • ზაზა კედელაშვილი - არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5 000 ლარს;
  • სამველ მანუკიანი - დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული; ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა; მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის ცდომილება; მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული;
  • ზაქარია ქუცნაშვილი - ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება, არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5 000 ლარს;
  • მიხეილ ყაველაშვილი - შეუსაბამობა ხელშეკრულების საგნის ღირებულებაში, შეუსაბამობა ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში, მისი და მისი ოჯახის წევრების ნაწილი საბანკო ანგარიშების წარუდგენლობა, ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული;
  • ივლიანე წულაია - მის მიერ მიღებული შემოსავლის ცდომილება;
  • ირაკლი ხახუბია - მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის ცდომილება, ასევე დეკლარაციაში ასახულია უძრავი ქონება, რაც არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული, ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმეტაციის წარუდგენლობა, მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებულია , მის სახელზე არსებული ხელშეკრულება არ არის მითითებული, არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი რომელიც აღემატება 3 000 ლარს და ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5 000 ლარს;
  • ენზელ მკოიანი - საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა; ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს; სხვაობა შემოსავალში;
  • ილია ნაკაშიძე - ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი საბანკო ანგარიში; წევრის დაუდეკლარირებელი შპს;
  • ვიქტორ ჯაფარიძე - დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა;
  • გრიგოლ მიქელაძე - ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; სხვაობა შემოსავალში;
  • კობა ნაყოფია - არასწორად იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებული ნაშთი; სრულად არ იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებები;
  • ელგუჯა გოცირიძე - ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის არ მითითება, საკუთარი სხვა შემოსავალ - გასავლის არ მითითება;
  • ლაშა დამენია - ოჯახის წევრის ანაზღაურების არ მითითება;
  • ოთარ დანელია - ოჯახის წევრის ანგარიშების არ ასახვა, ზოგიერთი ანგარიშის არ წარმოდგენა, საკუთარი ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთარი სხვა შემოსავალ -გასავლის არ ასახვა;
  • ბექა ნაცვლიშვილი - საკუთარი და ოჯახის წევრის საბანკოს არასწორად წარმოდგენა, ხელშეკრულებების არ ასახვა და ნაწილობრივ წარმოდგენა;
  • ბექა ოდიშარია - საკუთარი და ოჯახის წევრის უძრავი ქონების არ ასახვა, საკუთარ ნაშთებში ცდომილება და საკუთარ და ოჯახის წევრის ანგარიშების არ მითითება, საკუთარ და ოჯახის წევრის სამეწარმეოს არ ასახვა, საკუთარი ხელშეკრულების მატერიალური შედეგის ცდომილება, ოჯახის წევრის ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთარი და ოჯახის წევრის სხვა შემოსავალ/გასავლის არასწორად ასახვა;
  • ნინო წილოსანი - ოჯახის წევრის უძრავის არ ასახვა და ფართში ცდომილება, საკუთ. სამეწარ. არ ასახვა, ანაზღააურების შემოსავლის არ ასახვა;
  • ლერი ხაბელოვი - საკუთარი უძრავი ქონების არ ასახვა, სამეწარ. არ ასახვა, ანაზღაურების ცდომილება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის არ წარმოდგენა;
  • მამუკა ჩიქოვანი - შეუსაბამობა ნაშთებში; შუსაბამობა შემოსავლებში;
  • დავით ჭიჭინაძე - ცდომილება შემოსავალში;
  • დიმიტრი ხუნდაძე - ცდომილებები მიღებულ შემოსავლებში;
  • გიორგი ღვინიაშვილი - მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადატურდა საჯარო რეესტრის მიხედვით; მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული;
  • კობა კობალაძე - არ აუსახავს მისი და მისი შვილი სახელზე არსებული მოძრავი ქონება. არ აუსახავს მისი შვილის საბანკო ანგარიში. არ აუსახავს მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლები;
  • გოდერძი ჩანქსელიანი - სხვაობა უძრავი ქონების ფართში, არ ასახა ინფორმაცია მისი შვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, არ ასახა ერთჯერადად მიღებული შემოსავლები, რომელიც აღემატება 3 000 ლარს.
თაია არდოტელი