თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა იყო შეფერხებული

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მოძრაობა იყო შეფერხებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მოძრაობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა და სპეციალისტის ჩარევა დასჭირდა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მოძრაობა ამჟამად უკვე აღდგენილია.