საქართველოში კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საქმიანობის სფერო შეიცვალა

საქართველოში საქმიანობის სფერო კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 13 იანვრის ბრძანების მიხედვით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიზნეს სტარტაპ კრედიტს“ თანხმობა მიეცა მიკროსაფინანსო საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

„ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 3 ოქტომბრის განკარგულებით, მისო-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

თაია არდოტელი