საქართველო მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს შიდა ოპერაციებში უკონტაქტო გადახდების წილის თვალსაზრისით, მას მოსდევენ ავსტრალია, ჩეხეთი, უნგრეთი და კვიპროსი - ამის შესახებ ინფორმაციას თავად Visa-ს წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში უკონტაქტო პენეტრაცია შიდა გადახდების 95%-ს შეადგენს. ამასთან, 10 ოპერაციიდან 9 გადახდა ხორციელდება უკონტაქტო ბარათისა და ციფრული საფულეების მეშვეობით.
“Visa-ს გუნდი ვამაყობთ, რომ საქართველომ კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო გადახდის ახალი მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა CISSEE რეგიონში 2009 წელს, რომელმაც განახორციელა უკონტაქტო გადახდა აფთიაქში. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ Apple Pay.
საქართველოს მიერ მსოფლიოში პირველი ადგილის დაკავება უკონტაქტო გადახდების წილის თვალსაზრისით დიდი წარმატებაა, რომელსაც ყველა ჩვენს პარტნიორ ფინანსურ დაწესებულებასა და ბაზრის მოთამაშესთან ვიზიარებთ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს Visa-ს ნდობისა და ქართველი მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებისთვის. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ინოვაციური გადახდების გადაწყვეტილებები და ჩვენს პარტნიორებსა და Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე დახვეწილი და უსაფრთხო გადახდის ინსტრუმენტები და გამოცდილება შევთავაზოთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ლიდერობა უკონტაქტო გადახდების სფეროში და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს,” – განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში კრისტინა დოროშმა.