ამერიკელი კალათბურთელი ქართული CROSTY-ის ფეხსაცმელს ატარებს

ამერიკელი კალათბურთელი, სტეფან კარი ქართული ბრენდის CROSTY-ის ფეხსაცმელს ატარებს.

კალათბურთელი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წევრ გუნდ გოლდენ-სტეიტ უონიორსში თამაშობს.

ცნობისთვის, CROSTY ქართული ბრენდია, რომელიც გლუვი ტყავის გამოყენებით ფეხსაცმელს ქმნის. CROSTY ბაზარზე 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა. იდეის ავტორი, რომელიც ამავდროულად ფეხსაცმლის დიზაინსაც ქმნის, გიორგი მიქაიაა. მან ძმასთან და პარტნიორებთან ერთად შექმნა CROSTY - მინიმალისტური ვიზუალის მქონე ფეხსაცმელი, რომელიც არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

ლიკა ამირაშვილი