იტალიურმა სამშენებლო კომპანია Peter Pichler Architecture-მა 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი წარმოადგინა, რომელიც ზღაპრულ სახლს უფრო ჰგავს.
კომპანიის განმარტებით, სასტუმრო ავსტრიის ალპებში, ქალაქ კიცბუელთან ახლოს ტყეში აშენდება. სასტუმრო იზოლირებული იქნება გარესამყაროსგან და მთლიანად ხისგან დამზადდება.
სასტუმროში მოხვედრა მინის ლიფტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც ხის კონსტრუქციაში იქნება დამონტაჟებული და თითქმის შეუმჩნეველი იქნება.
რაც შეეხება თავად სასტუმროს, Peter Pichler Architecture-ის განმარტებით ერთი კონსტრუქციის, ანუ ნომრის საერთო ფართობა 60-დან 80 კვადრატულ მეტრამდე იქნება და მასში 2 ოთახი- საძინებელი და სააბაზანო მოეწყობა. ამასთანავე, სასტუმროს ფასადი მთლიად შემინული იქნება, საიდანაც ავსტრიის ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა იქნება შესაძლებელი.
„პროექტის მთავარ ღირებულებას ადამიანისა და ბუნების მაქსიმალური სიალხოვე წარმოადგენს. ბოლო პერიოდის განმავლობაში დამსვენებლების ინტერესი შეიცვალა და ისინი ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმულ სასტუმროებს არჩევენ. აღნიშნული სასტუმრო კი ამის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიმუში იქნება“-აცხადებენ Peter Pichler Architecture-ში.