„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, ივლიანე წულაიამ ერთ წელში, კერძოდ, 2018 წელს ვაკეში სამი ბინა შეიძინა, რაშიც ჯამში 210 545 აშშ დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული. მასთან, დეპუტატმა ერთ წელიწადში, პარლამენტში საქმიანობისთვის ხელფასისი სახით 55 485 ლარი მიიღო.
როგორც მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ივლიანე წულაიამ 2018 წელს შეიძინა სამი ბინა თბილისში. კერძოდ, 60,9 კვ.მ ფართობის, რაშიც 51 765 დოლარი გადაიხადა, 125,3 კვ.მ ფართობის - 106 505 აშშ დოლარი და 61,5 კვ.მ ფართობის - 52 275 აშშ დოლარი.
გარდა ამისა, დეპუტატი ფლობს: 2007 წელს წავკიში 10 000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთის (1050,16 კვ.მ) 16, 66%-ს და 2016 წელს თბილისში შეძენილი არასაცხოვრებელი ფართის 25%-ს, რაშიც 12 513,9 ლარია გადახდილი. როგორც დეკლარაციაშია მითითებული, აღნიშნული ფართი 2019 წლის 13 დეკემბერს გასხვისდა.
ამასთან, ივლიანე წულაიას მეუღლის სახელზეა 1746 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის ღირებულებაც 120 000 აშშ დოლარს შეადგენს და ამავე ტერიტორიზე არსებული საცხოვრებელი ფართი, რაშიც 500 000 ლარია გადახდილი.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ივლიანე წულაიას საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება - HARLEY-DAVIDSON SPORTSTER XL 1200X, რომელიც 2019 წელს 20 000 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე, 2019 წელს გამოშვებული „ტოიოტა კოროლა“, რომლის ღირებულებაც 16 500 აშშ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაცის შევსების მომენტში დეპუტატი ფლობდა:
"თი–ბი–სი ბანკის“ მიმდინარეზე ანგარიშზე - 24,03 ბრიტანულ ფუნტს (GBP);
"პროკრედიტ ბანკი" - მიმდინარეზე - 1932,33 ლარს;
„საქართველოს ბანკის“ საკრედიტოზე - 8515,68 ევროს , ანაბარზე - 30036,99 აშშ დოლარს. ხოლო, ნაღდი ფულადი თანხის სახით 20000 ლარს.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ივლიანე წულაია ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში (მათ შორის 100%-ან წილებსაც), ისეთში როგორიცაა: შპს არქი, შპს ბაკურიანი რიზორთ საქართველო, შპს გორგასალი რეზიდენს საქართველო, შპს ნეიშენალ პარკი საქართველო, შპს ტექნიკა საქართველო და ა.შ.