საბურთალოს რაიონში ახალი აგრარული ბაზარი გაიხსნა

საბურთალოს რაიონში ახალი აგრარული ბაზარი გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, "სპორტის სასახლესთან" , მიროტაძის ქუჩაზე 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსებული, ორსართულიანი, კეთილმოწყობილი აგრარული ბაზარი გაიხსნა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალ სავაჭრო ობიექტში მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელიც ყოველდღიურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიაში მოწმდება. ახალ ბაზარში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

ბაზრის გახსნას დღეს თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი დაესწრნენ. ისინი ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, თბილისი ვაჭრობის თანამედროვე მოდელზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეს და პროდუქციის შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მოვაჭრეებისთვის მომგებიანი უნდა გახდეს.