ფრანგული კვარტალი ამერიკაში, ლუვრი, საგრადა - TripAdvisor-მა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები დაასახელა

გამოცემა TripAdvisor-მა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაასახელა. ათეულში მოხვდა ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც 2019 წელს ყველაზე მეტმა ტურისტმა მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის 3 პოპულარული მიმართულება აშშ-ში, 2-2 საფრანგეთსა და იტალიაშია.

კოლიზეუმი - რომი, იტალია;

კოლიზეუმი იტალიის სიმბოლოდ ითვლება და მას ყოველწლიურად მილიონობით ადამინი სტუმრობს. კოლიზეუმი ახ. წ. I საუკუნეში აშენდა და ის გლადიატორების საბრძოლო არენას წარმოადგენდა.

ლუვრის მუზეუმი - პარიზი, საფრანგეთი;

ლუვრი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მუზეუმად ითვლება. აქ ისეთი ცნობილი ხელოვნების ნიმუშები ინახება, როგორიც ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზაა.

ვატიკანის მუზეუმები - რომი, იტალია;

ვატიკანის მუზეუმები ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანში მდებაროებს და მუზეუმების კომპლექსს აერთიანებს. აქ მთელი მსოფლიოდან ათასობით ღირსშესანიშნავი არტეფაქტი ინახება.

თავისუფლების ქანდაკება - ნიუ-იორკი, აშშ;

თავისუფლების ქანდაკება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტია მსოფლიოში. ის ფრანგებმა ამერიკელებს აშშ-ის თავისუფლების 100 წლის აღსანიშნავად 1885 წელს აჩუქეს.

ეიფელის კოშკი - პარიზი, საფრანგეთი;

ეიფელის კოშკი საფრანგეთში ყველაზე ცნობილი შენობაა და ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს. ის 1889 წელს აშენდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მას ბევრი ულამაზო შენობად მიიჩნევდა.

საგრადა-ფამილია - ბარსელონა, ესპანეთი;

საგრადა-ფამილია (წმინდა ოჯახი) კათოლიკური ეკლესიაა, რომელიც ბარსელონაში მდებაროებს. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, თუმცა დღემდე არაა დასრულებული. პროექტზე ცნობილი არქიტექტორი ანტონიო გაუდი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ფრანგული კვარტალი-ახალი ორლეანი, აშშ;

ფრანგული კვარტალი ახალი ორლეანის ყველაზე ძველი უბანია. ის 1718 წელს დაარსდა და განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა.

ანა ფრანკის სახლი - ამსტერდამი, ნიდერლანდები;

ანა ფრანკის სახლი ამსტერდამის ყველაზე მონახულებად ადგილს წარმოადგენს. ანა ფრანკის ოჯახმა ჰოლოკოსტის დროს აქ რამდენიმე წელი მალულად იცხოვრა.

უილის ტაუერი - ჩიკაგო, აშშ;

უილის ტაუერი აშშ-ში ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენს, რომელიც 1973 წელს აშენდა. მსურველებს შენობის 103-ე სართულზე ასვლა და იქიდან ჩიკაგოს ხედების დათვალიერება შეუძლიათ.

წმინდა მარკოზის მოედანი - ვენეცია, იტალია

წმინდა მარკოზის მოედანი ვენეციის ყველაზე ცნობილი შენობის- წმინდა მარკოზის ტაძართან მდებარეობს და ქალაქის ყველაზე დიდ მოედანს წარმოადგენს.

ბექა ბერიაშვილი