უცნაური და გამორჩეული შენობები, რომელთა მშენებლობაც 2020 წელს დასრულდება (+ფოტო)

გამოცემა CNN წარმოგვიდგენს 2020 წლის 10 ყველაზე მასშტაბურ და გამორჩეულ შენობას, რომელთა მშენებლობაც 2020 წელს დასრულდება.

Vancouver House, კანადა

ცათამბჯენი Vancouver House კანადის ქალაქ ვანკუვერში აშენდება. უცნაური ფორმის შენობის სიმაღლე 150 მეტრი იქნება და მასში საცხოვრებელი სახლები განთავსდება.

Nanjing Zendai Himalayas Center, ჩინეთი

ცათამბრჯენების კომპლექსი Nanjing Zendai Himalayas Center ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ნანკინში აშენდება. როგორც ცნობილია, ცათამბრჯენებში საცხოვრებელი სახლები განთავსდება და მათში ცხოვრებას ასობით ოჯახი შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უბნის მოწყობა ტრადიციულ ჩინურ სტილშია დაგეგმილი.

Telemark, ნორვეგია

ცათამბჯენი Telemark ნორვეგიის ქალაქ პორსგრუნში აშენდება. მას კომპანია Snøhetta აშენებს, რომლემაც გასულ წელს ნორვეგიაში ევროპის პირველი წყალქვეშა მუზეუმი ააშენა. კომპანიის განმარტებით ცათამბჯენი ეკო-მეგობრული იქნება და მზის ბატარეების მეშვეობით იმაზე მეტი ელექტრონერგიის გამომუშავებას შეძლებს, ვიდრე მოიხმარს.

დასავლეთ ავსტრალიის ახალი მუზეუმი

დასავლეთ ავსტრალიის ახალი მუზეუმი ქალაქ პერთში აშენდება. პროექტის თანახმად მე-19 საუკუნეში აშენებულ შენობას თანამედროვე მინის შენობაც დაემატება და ერთდროულად ძველისა და ახლის საუცხოო კომპოზიციას შექმნის.

ეგვიპტის მუზეუმი

ეგვიპტის მუზეუმი უკვე 2 წელია რაც შენდება და გეგმის მიხედვით ის მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კაიროს მუზეუმი დასრულების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმი გახდება და მასში ეგვიპტური ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტები იქნება წარმოდგენილი.

ბერლინის ბრანდერბურგის აეროპორტი, გერმანია

ბერლინის ბრანდერბურგის აეროპორტი უკვე რამდენიმე წელია შენდება. მგზავრთა დიდი ნაკადის გამო მისი გაფართოება და ახალი ტერმონალების დამატება აუცილებელი გახდა.

Opus, არაბთა გაერთიანებული საამიროები

მასშტაბური ცათამბჯენი Opus დუბაიში შენება. დასრულების შემდეგ მას კუბის ფორმა ექნება და დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო გახდება.

1000 ხე, ჩინეთი

ცათამბჯენი სახელწოდებით „ათასი ხე“ ჩინეთის ქალაქ შანხაიში შენდება. პროექტის ავტორი ბრიტანელი დიზაინერი ტომას ჰართვიკია. დასრულების შემდეგ ცათამბრჯენზე ათობით ხე და სხვადასხვა მცენარე განთავსდება.

M+, ჰონგ-კონგი

უცნაური ფორმის ცათამბჯენი M+ ჰონგ-კონგში შენდება. დასრულების შემდეგ მასში თანამედროვე აზიური ხელოვნების მუზეუმი მოეწყობა და რეგიონში უდიდესი იქნება.

სინგაპურის პავილიონი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

წელს დუბაიში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Expo 2020 გაიამრთება, რასთან დაკავშირებითაც ქალაქში მუტიფუნქციური კომპლექსი- სინგაპურის პავილიონი გაიხსნება. თანამედროვე შენობაში უმთავრესი ყურადღება გამწვანებას დაეთმობა და მასში ასობით მცენარე დაირგვება.

ბექა ბერიაშვილი