მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ რასაც პროკურატურა გვედავება, იმას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 6 მოწმე დაიკითხა.
„რაც მთავარია, დღეს რამდენიმე მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ ის სესხები, რომელიც პრობლემური გახდა რუსეთის არმიის შემოჭრის გამო, პრაქტიკულად, ის საფასური მე და მამუკამ ჩვენი ჯიბიდან გადავიხადეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ეს აბსურდი გრძელდება, რა თქმა უნდა, დღევანდელი მოწმეების ჩვენება ისევე, როგორც წინა მოწმეების ჩვენება, ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ადასტურებს იმას, რომ ეს არის მოგონილი, სრულიად უსაფუძვლო და დავალებით წარმოდგენილი ბრალდება”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 3 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება.