„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კატასტროფის დროს თითოეული დაღუპულის ოჯახი, რომლებიც კანადის მოქალაქეები არიან, კომპენსაციის სახით 25 000 დოლარს მიიღებენ, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თანხას ოჯახებს უახლოეს დღეებში ჩაურიცხავენ.
„თუმცა მინდა ნათლად გამოვხატო: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ირანი ამ ოჯახებს კომპენსაციებს გადაუხდის. თუმცა მე მათ შევხვდი და მათ არ შეუძლიათ კვირები იცადონ. მათ მხარდაჭერა ახლა სჭირდებათ“,- განაცხადა ტრუდომ.
შეგახსენებთ, „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.