„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სატრანსპორტო რეფორმის შემდეგი ეტაპი იწყება!!!
ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა, 29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია.
რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რათა შევძლოთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მგზავრთ ნაკადის მომსახურება.
თუმცა ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა,“- წერს წილოსანი.