ჯორჯ ლუკასის ფილმების საგას მესამე ნაწილი Star Wars: The Rise of Skywalker გახდა უკანასკნელი მილიარდი დოლარის სალარო შემოსავლის ფილმი, რომელიც 2019 წელს გამოვიდა. ეს კი ნიშნავს, რომ მის წარმდგენ კინოკომპანიამ Disney-მ 2019 წელი რეკორდულად დიდი რაოდენობის მილიარდიანი ფილმებით დაასრულა. 2019 წელს კომპანიიის მიერ გამოცემულმა 7-მა ფილმმა გადალახა მილიარდიანი ნიშნული, რაც აქამდე არასდროს მომხდარა და ჯამში კომპანიამ ფილმებიდან 13 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
თუმცა 2020 წელს კინოკომპანია ერთგვარი გამოწვევის წინაშე დგას. იქედან გამომდინარე, რომ 2020 წელს კინოსტუდიას არცერთი გახმაურებული და მაღალი მოლოდინის მქონე ფილმი არ აქვს შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ ვერც ერთმა მისმა რელიზმა მილიარდის შემოსავალი ვერ მიიღოს.
2020 წელს კომპანია გამოსცემს სამ ანიმაციურ ფოლმს: მარტში - Soul, ივნისში - Raya და ნოემბერში - Last Dragon. ამასთან, Mulan-ის ფილმის ვერსიას მარტში და Jungle Cruise-ს ივლისში. გარდა ამისა, სუპერგმირების სერიიდან აღსანიშნავია მაისში „მარველის“ გმირის მიხედვით გადაღებული ფილმი Black Widow და ამავე კომიქსების მიხედვით გადაღებული ახალი გმირების ფილმი Eternals, რომელიც ნოემბერში გამოვა. როგორც ხედავთ წარმოდგენილ რელიზებს შორის არცერთი არაა გახმაურებული და დიდი მოლოდინის შემქმნელი ფილმი, შესაბამისად, ეს ამყარებს პროგნოზს, რომ კომპანია, რომელმაც 2019 წელს ყველანაირი რეკორდი მოხსნა, დარჩეს არცერთი მილიარდი შემოსავლის მქონე ფილმით. ასეთი რამ ბოლოს 2014 წელს მოხდა, როცა კომპანიას არ ჰქონდა არცერთია ფილმი მილიარდზე მეტი შემოსავლით.
თუმცა მიუხედავად მიმდინარე წლის არადამაიმედებელი პროგნოზისა, მისი მომავალი ბევრად ნათლად მოსჩანს უკვე 2021 წლისთვის, როცა დიდ ეკრანებზე გამოვა ნამდვილად უდიდესი მოლოდინის შემქმნელი ჯეიმს კამერონის მიერ გადაღებული Avatar 2, ამ ფილმის მიმართ პროგნოზი 2-მილიარდიან ნიშნულსაც კი აღწევს.