როგორი იქნება 2020 წელი ელექტრომობილებისთვის

2020 წელი ელექტრომობილებისთვის წარმატებული წელი იქნება როგორც გაყიდვების, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით - წერს Bloomberg-ი. სტატიის თანახმად, ამას ხელს შეუწყობს სახელმწიფოების მთავრობების მიერ ემისიების შემცირებისთვის გადადგმული ნაბიჯები, რომელმაც ავტომობილების ამ სეგმენტზე მოთხვნა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს კომპანიები 2,5 მილიონ ელექტრომობილს გაყიდიან, ეს კი 20%-ით მეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს.

იმ დროს, როცა ამ სეგმენტის ლიდერი ქვეყანა ჩინეთი ეკონომიკური ზრდის შენელებას ელოდება, გააქტიურდება ევროპა, სადაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადგილობრივი კომპანიები შეეცდებიან. წინასწარი პროგნოზით, 2020 წელს Volkswagen AG ევროპას 800,000 ახალ ელექტრომობილს მიაწვდის, რაც წინა წელზე 60%-ით მეტია.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ სეგმენტის განვითარებას დღეს ყველაზე მეტად აფეხრებს მისი კომპონენტების, პირველ რიგში კი ელემეტების სიძვირე. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2020 წელს ერთ კილოვატ ელემენტზე ფასი 135 დოლარამდე დაიწევს, რაც არსებულ ფასზე 13%-ით ნაკლები იქნება და მთელი 89%-ით ნაკლები, ვიდრე 10 წლის წინ. ამასთან, მათივე აზრით ელემენტების წარმოება მეტად ეკომეგობრული გახდება და გაიზრდება მათი წარმოებაც.

გამოცემა 2020 წელს ასევე პროგნოზირებს ელექტროდამტენის რაოდენობსი ზრდასაც. მათი პროგნოზით, წელს დამტენების რიცხვი 1,2 მილიონს მიაღწევს, მაშინ როცა 2019 წელს ის 880,000 იყო.

კოკა კვირკველია