Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბეზოსმა პოზიციები დათმო - მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბერნარ არნო გახდა

Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამინი ფრანგული კომპანიის, LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო გახდა. გამოცემის მიხედვით, ამ დრისათვის მისი ოჯახი 116.5 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ არნოს კომპანია LVMH ისეთ ცნობილ კომპანიებსა და ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Christian Dior, Louis Vuitton, Moët & Chandon და Hennessy.

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს კომპანია Amazon-ის დამაარსებელი და მფლობელი ჯეფ ბეზოსის იკავებს. მისი ქონება 115.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

რეიტინგის მე-3 ადგილს კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი იკავებს 110.6 მილიარდი აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით მსოფლიოში სულ 2 200 მილიარდერია.

ბექა ბერიაშვილი