მსოფლიო ელიტა დავოსის საიუბილეო 50-ე ფორუმზე ეკონომიკასა და კლიმატის გადარჩენაზე იმსჯელებს

საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დღეს იხსნება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მთავარ გამოწვევად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დასახელდა, მსოფლიოს უმსხვილეს სადისკუსიო პანელებზე ძირითად განსახილველ საკითხებს შორის კლიმატური ცვლილებები ლიდერობს. სტიქიური უბედურებები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეების აზრით ელოდება კაცობრიობას უახლოეს 10 წელიწადში, პლანეტისთვის უდიდესი საფრთხის მატარებელია, ვიდრე ვალის ზრდა თუ ფინანსური „ბუშტები“.

ეს პრესტიჟული ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახელმწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმის საქმიანი სესია ითვალისწინებს 400-მდე სესიის ჩატარებას, რომლებზეც 21-24 იანვრის ჩათვლით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა მოხსენებით.

წელს საკუთარ გზავნილებს ამ ფორუმზე გააჟღერებენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსი და სხვები. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

50-ე ფრუმის დევიზია „მხარეების დაინტერესება ერთიანობისადმი და მდგრადი მსოფლიო“.

ფორუმის ანგარიშის თანახმად, თემები, რომლის ირგვლივ ლიდერები უნდა გაერთიანდნენ არის: კლიმატის ცვლილება, კიბერუსაფრთხოება და ეკონომიკური არასტაბილურობა.

კოკა კვირკველია