რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან - ტოპ-5 პროდუქტი

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 816.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 473.0 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 086.3 მლნ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 133 251 500 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 114 504 200 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 60 580 600 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 34 530 200 დოლარი
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 19 808 700 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 199 939 400 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 90 668 200 დოლარი
  • ნავთობის აირები - 41 801 000 დოლარი
  • მზესუმზირის ზეთი - 34 009 800 დოლარი
  • ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი - 32 104 800 დოლარი

ლიკა ამირაშვილი