„ანას ბაღს" არანაირი პრობლემა არ ექმნება, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ანას ბაღთან" დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, მერია მზად არის, ბაღის რეაბილიტაცია განახორციელოს.
„მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ვიცი ყველა დეტალი. არანაირი პრობლემა „ანას ბაღს" არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში არც ერთ სკვერს, არც ერთ ბაღს არ შეექმნება პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, იქ კონკრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. ჩვენ დავიწყეთ ამ თემის შესწავლა, ნებართვა გაცემული იყო დავით ნარმანის დროს. როდესაც შემოვიდა საჩივარი, გავაჩერეთ ნებართვა, დავიწყეთ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გაირკვა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული, გაირკვა ის, რომ თვითონ მწვანე სივრცეს, „ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება და პირიქით, დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს „ანას ბაღს". გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, „ანას ბაღის" რეაბილიტია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე", - განაცხადა კალაძემ.