დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წყალმომარაგების კომპანიიამ შესძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას.
უწყების ცნობით, 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლაინებს.
წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს გუდაურშიც, რათა კურორტს ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდოს.