ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის მიმართულების გამოყოფა დღის წესრიგში არ დგას და ამასთან, განათლების სამინისტროდან კულტურის სამინისტროს გამოყოფასაც ჯერ ვერ დაადასტურებს.
„ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ კულტურის სამინისტროს გამოყოფა იგეგმება, ვინაიდან მთავრობაში ოფიციალურად ეს ინიციატივა განხილული არ ყოფილა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფას, ამ ეტაპზე ესეც არ დგას დღის წესრიგში,“ - აღნიშნა თურნავამ საკითხის კომენტირებისას.